შემოსავლების სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტი გამოავლინა
სამართალი - 14:10, 04 May, 2016     3984

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 1 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა. ავტომობილში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე ნ.ა. მართავდა, ეჭვის საფუძველზე კამერა ზონდის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილი სამალავებში მათ არადეკლარირებული 29068 კაფსულა LYRICA და 560 კაფსულა REGAPEN აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებას.

1 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, კონტროლის ზონაში, ბრაზილიის მოქალაქე რ.ფ.დ.მ.ფ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

3 მაისს, ასევე „ვალეს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე კ.ა., რომელსაც კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი SUBUTEX - 3 აბი. 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN KODEIN აღმოჩნდა იმავე დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე შ.ბ.-ის კუთვნილ ხელბარგშიც.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42