მებაჟეება საიუველირი ნივთების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
სამართალი - 13:03, 04 May, 2016     3114
38 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 26 აპრილს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმა საერთო წონით 237,78 გრამი საქონელი, სომხეთის მოქალაქე ა.პ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ოქროს ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის ფაქტები გამოვლინდა ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. 27 აპრილს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე ბოდისკანერითა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო წონით 285,91 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს საქართველოს მოქალაქე ნ.თ.-ს, ხოლო 30 აპრილს, საერთო წონით 259,58 გრამი დამალული ოქროს ნაკეთობები უპოვეს აზერბაიჯანის მოქალაქე ა.ბ.-ს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა, შესაბამისად, 16349,57 და 16764,58 ლარი.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

27 აპრილს მსგავსი ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. ავტომობილში, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ა.ს. მართავდა, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები - საერთო წონით 569,05 გრამი - და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები - საერთო წონით 6499,21 გრამი - აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 37096,33 ლარი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42