ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გივი თარგამაძე ავრცელებს.
"კანონიერი ქურდი ოთარიკ ზუგდიდსკი, იგივე ოთარ თენგიზის ძე ყალიჩავა. დაბადებული 1980 წლის 29 სექტემბერს. მიმდინარე წლის 29 აპრილს დეპორტირებულ იქნა რუსეთიდან საქართველოში. შსს-მ იმ საოცარი მოტივით, რომ ყალიჩავას ქურდობა შეჩერებული აქვს (არ ვიცი, ქვემოთმოყვანილი საიტის ინფორმაციას დაეყრდნენ, თუ რაიმე სათანადო ცნობა წარმოადგინა შემჩერებელი ქურდებისგან), ხსენებული პირი არ დააკავა. შესაბამისად, ის იმყოფება ზუგდიდში, საკუთარ სახლში, ენგელსის 126 ნომერში, სადაც არაფერს ამბობს ქურდობის შეჩერებაზე, ამტკიცებს საწინააღმდეგოს, იბარებს ადამიანებს და ატარებს ქურდულ გარჩევებს. გილოცავთ, შსს-ვ, თქვენ, ფაქტობრივად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონიერი ქურდის კურთხევა მოახდინეთ. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ან არ გადაამოწმოთ და აღიაროთ, რომ ეს აქტი წინასაარჩევნო საჭიროების გამო ჩაატარეთ"- წერს თარგამაძე.
"ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი თქმით, აღნიშნული პიროვნება არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი.
უწყების ცნობით, ოთარ ყალიჩავას დეპორტირება განხორციელდა და არა ექსტრადირება და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხოორციელდება
მასალის გამოყენების პირობები






