საია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დისკრიმინაციული დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
სამართალი - 11:47, 04 May, 2016     2493

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დისკრიმინაციული დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. არნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "საია"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელე ასაჩივრებს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუსლიმური, ებრაული, სომხური და რომაულ-კათოლიკური თემისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებას. აღნიშნული დადგენილება მუსლიმთა ორი რელიგიური ჯგუფისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან - ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.

საიას მიაჩნია, რომ მეშვიდე საუკუნიდან გაყოფილი ორი მუსლიმური მიმდინარეობისათვის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაფინანსებაზე უარის თქმა, წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია გაერთიანების თავისუფლება, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლით რწმენის თავისუფლება. ეს ორი კონსტიტუციური დებულება იცავსადამიანის უფლებას, იძულებით არ გაერთიანდეს საწინააღმდეგო მრწამსის მქონე ჯგუფთან.

საიას ასევე მიაჩნია, ქრისტიანულ ჯგუფებთან შედარებით, მუსლიმური ჯგუფის მიმართ ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთავრობის დადგენილება არ ავალდებულებს დაფინანსების მისაღებად სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, მაშინ როდესაც სომხური და კათოლიკური ეკლესია ისეთივე სქიზმაში (განხეთქილებაში) იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც შიიტები და სუნიტები. სომხურ და კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანების გარეშე შეუძლია დაფინანსების მიღება, მაშინ როცა სუნიტებმა და შიიტებმა საერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შექმნან.

მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, რომელიც შექმნილია საქართველოს შიიტი მუსლიმი მოქალაქეების მიერ. წესდების თანახმად, ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიური ინსტიტუტებისგამაერთიანებელ ადგილობრივ დამოუკიდებელ უმაღლეს სასულიერო ცენტრს. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელეს დაფინანსების მიღების მიზნით სთხოვს სუნიტურ ორგანიზაციასთან ერთად ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42