საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში 20-მდე სამართლებრივი შუამდგომლობაა გაგზავნილი. მთავარმა პროკურორმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა, თუმცა ანიშნა, რომ ამ საქმეში წინსვლა არის:
„ინფორმაცია და ის მტკიცებულებები რაც გამოძიებისთვისაა საჭირო ჩვენ ხელთ არ არის, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება უცხოელი კოლეგების დახმარება, რის გამოც უკვე 20-მდე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნილი. ნაწილზე მოსულია პასუხები და ნაწილზე ველოდებით. ასევე საქართველოში არის ჩატარებული მტელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა არის წინსვლა ტუმცა უფრო მეტ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ.“- აღნიშნა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






