ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"როდესაც სახელმწიფო თავად კლავს საკუთარ მოქალაქეებს! 2012 წლიდან დღემდე გარდაიცვალა 2 300-ზე მეტი ადამიანი და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 40 000-მდე ჩვენმა მოქალაქემ. ეს არის კატასტროფა!
დღეს ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკიდურესად საგანგაშოდ მიგვაჩნია არსებული ვითარება. ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები, სულ რამდენიმეა:
1. სიჩქარის გადაჭარბება
2. ნასვამი პირი საჭესთან
3. უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა
4. ქვეითებთან შეჯახება (200 გარდაცვალება, მხოლოდ 1 წლის განმავლობაში)
ამ მიზეზების გამო, მხოლოდ 2015 წელს გარდაიცვალა 600-ზე მეტი ადამიანი და სხეულის დაზიანება მიიღო 10 000-მდე. 2016 წლის პირველ 4 თვეში, ჩვენი ინფორმაციით, სიკვდილიანობის 200-მდე ფაქტია დაფიქსირებული.
მასალის გამოყენების პირობები






