დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ
სამართალი - 13:53, 27 Apr, 2016     2381
მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ილია კაპანაძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუბრუნდეთ ქ.გორში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული, 1 254 784 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს ქ.გორში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული 1 254 784 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ.ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ილია კაპანაძე და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ სააქციო საზოგადოების 99% წილს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ქ.გორში მდებარე 2159 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართობით 998,7 კვ.მ. ასევე აღნიშნულ საწარმოს თანასაკუთრებაში გააჩნდა 407 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 874 კვ.მ. ფართობის შენობა.
2010 წლის სექტემბრის თვეში, ილია კაპანაძის ოჯახის ქონება პროკურატურის ინტერესის სფეროში მოექცა, რის შემდეგაც ილია კაპანაძის ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი ქ.გორში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში რამდენიმეჯერ დაიბარეს. ყოველ შეხვედრაზე, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მათ საკუთრების დათმობას და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას სთხოვდნენ.
განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 2010 წლის 21 დეკემბერს, დაზარალებულმა ილია კაპანაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით, ქ.გორში მდებარე, სააქციო საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულებაც 1 254 784 ლარს შეადგენს, იძულებით, მთლიანად გააჩუქეს სახელმწიფოზე.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ, უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.
დაზარალებულთა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით კი პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ქონების განმკარგავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ილია კაპანაძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუბრუნდეთ ქ.გორში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული, 1 254 784 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42