"რუსთავი2“-ის გენერელური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ საქმის აცილება ღირსეული ნაბიჯი იქნება და მოსამართლის რეპუტაციისთვისაც მისაღები. აღნიშნული განცხადება გვარამიამ , სასამართლო პროცესზე გააკეთა და პირადად მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს მიმართა:
„თქვენ ხართ ურთმელიძესთან ერთად ერთი კლუბის წევრი. მე ვარ „რა? სად? როდის?“ კლუბის წევრი, ვინმე დაიჯერებს,მე რომ ახლა გიორგი ბაქრაძეს ვასამართლებდე. მე ვერ ვიტყვი მტკიცებითად, რომ თქვენ მის პოზიციას დაიცავთ, მაგრამ ეს ეჩვი რატომ უნდა არსებობდეს? ამიტომ თქვენი რეპუტაციისთვის მისაღებია ეს არგუმენტი და განერიდეთ ამ საქმეს ეს ეხება ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის სასიცოცხლო ინტერესებს. მე ვფიქრობ თქვენი აცილება იქნება ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი“- მიმართა ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს.
შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე არის იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც იცავდა თამაზ ურთმელიძის უფლებებს მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა რუსთავის 2-ის პროცესების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






