"რუსთავი 2"-ის საქმე - ადვოკატები მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებას ითხოვენ
სამართალი - 11:51, 27 Apr, 2016     1915
სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ყარამანიშვილების ოფიციალური წარმომადგენელიც ესწრება.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა უკვე დააყენეს ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის აცილების შუამდგომლობას. ამის საფუძველს, რუსთავი 2-ის ინტერესების დამცველების თქმით, არის ის, რომ გუჯაბიძე არის იმ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც იცავდა თამაზ ურთმელიძის უფლებებს მაშინ, როდესაც მასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობდა რუსთავის 2-ის პროცესების თაობაზე. თუმცა ქიბარ ხალვაშის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

მოსამართლეთა კოლეგია მხარეების საჩივრებს ისმენს. სამაუწყებლო კომპანია აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ტელეკომპანიის ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ ურთმელიძის რამდენიმე განჩინებასაც. საკუთარი საჩივარი აქვს მეორე მხარესაც - ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია ასევე გააპროტესტებს ურთმელიძის რამდენიმე გადაწყვეტილებას.

დღევანდელ არსებით განხილვაზე სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია ორივე მხარის შუამდგომლობებს მოისმენს.

„რუსთავი2“-ის საქმის განხილვა ერთი კვირის წინ დაიწყო. ეს პროცესის მეორე სხდომაა.პირველ სხდომას ვერ ესწრებოდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ადვოკატების შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლეებმა არ გადადეს პროცესი და შემდეგი სხდომა სამი სამუშაო დღის შემდეგ ანუ დღეს დანიშნეს. სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლება ცდილობს ფორსირებულ რეჟიმში ჩაატაროს სასამართლო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42