თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი მიმდინარეობს
სამართალი - 11:38, 27 Apr, 2016     1670

თბილისის სააპელაცო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი დაიწყო. სასამართლოში უკვე მივიდნენ რუსთავი 2-ისა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატები. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი ტელეკომპანიის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა.

„რაც შეეხება პროცესის წარმოების ვადებს, მოსამართლეებმა საკუთარი პირობა გადათქვეს. მათ განაცხადეს, რომ პირველ რიგში განიხილავდნენ უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც ეხებოდა TV საქართველოს დაყადაღებას. მაგრამ შემდეგ სხდომაზე ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, განაცხადეს, რომ ეს პოზიცია შეიცვლებოდა და ისინი უზრუნველყოფის საკითხს გაურკვეველი ვადით გადადებდნენ. ბუნებრივია, ეს პროცესი აჩენს კითხვებს და იძლევა ჩვენი მხრიდან შეშფოთების საფუძველს. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები პირველი ინსტანციის სასამართლოზე“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

სასამართლო პროცესს ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერიც. მისი თქმით, იგი პროცესზე რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად მივიდა:

„აქ მოვედით იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ რუსთავი 2-ს. მიგვაჩნია, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, უნდა იყოს გამჭვირვალე და არ დატოვოს არავითარი კითხვის ნიშნები, თუმცა, დაჩქარებული ტემპი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, იძლევა საკმაოდ ცუდი პროგნოზების გაკეთების საშუალებას. არ უნდა დავუშვათ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42