გიორგი ყუფარაძეს, მეტსახელად „ბეტონას“ თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად 21 აპრილს შეუფარდა.
როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა გიორგი ყუფარაძეს კრიმინალური წარსული აქვს მან 2008 წელს თბილისში, სვანეთის უბანში, 200 დოლარის გამო განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა აზერბაიჯანელი ძმები უსოიანები და მის მიერ ნაქირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა. სწორად ამ საქმის შემდეგ მოიხსენიებენ კრიმინალურ წრეებში ყუფარაძეს მეტსახელით – „ბეტონა“ . მას 27 წლიანი პატიმრობა ქონდა მისჯილილ, თუმცა სხვა კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებთან თანამშრომლობის გამო სასჯელი შეუმსუბუქდა და ციხე 2013 წელს დატოვა.
დედა-შვილი კვეზერელები 2014 წლის დეკემბერში მოკლეს. საქმე გასულ კვირას გაიხსნა. გურამ კვეზერელის გვამი კოჯორში მიწაში ჩაფლულ კასრში იპოვეს. ცხედარს კვალის გაქრობის მიზნით მჟავა ქონდა მოსხმული.
მასალის გამოყენების პირობები






