მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სამართალი - 16:03, 25 Apr, 2016     1410

სხვადასხვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, LIRICA-ს, უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. კერძოდ, 20 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე ს.ა.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 448 აბი Lyrica აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას.

168 კაფსულა LIRICA აღმოაჩნდა 21 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ აზერბაიჯანის მოქალაქე პ.ვ.-ს. მის საქმეს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილება შეისწავლის.

ამავე მედიკამენტის უკანონო შემოტანას შეეცადა 22 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, საბერძნეთის მოქალაქე ი.მ., რომლის კუთვნილ ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას.

23 აპრილს კი, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ლაგოდეხი“ რუსეთის მოქალაქე ა.ა.-ის ხელბარგში 44 აბი LIRICA აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ლაგოდეხის შსს რაიონულ სამმართველოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42