მას შემდეგ, რაც თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2 მის მფლობელებს ჩამოართვა და ქიბარ ხალვაშს გადასცა ბუნებრივია რუსთავი 2-ის იურისტებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მათ შორის ის ყადაღაც, რომელიც ურთმელიძემ ტელევიზიას დაადო და უამრვი პრობლემა შექმნა. სააპელაციოს მოსამართლეთა კოლეგიამ მოსამართლეებმა ნატა ნაზღაიძემ, გიორგი გოდერძიშვილმა და ქეთევან მესხიშვილმა თამაზ ურთმელიძის დადებული ყადაღა ნაწილობრივ გააუქმეს.
როგორც წესი, აღნიშნული საჩივარიც უნდა განეხილა ამავე კოლეგიას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ აღმოჩნდა, რომ საქმე სხვა კოლეგიას დააწერა.
ლილი ტყემალაძემ, ხათუნა არევაძემ და ვანო წიკლაურმა რუსთავი 2-ს გამოუგზავნეს წერილი, რომ საქმე არის რთულად განსახილველ საქმეთა კატეგორიაში, ამიტომ მის განხილვას ხუთი თვე დასჭირდებოდა.
ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ს აცნობა, რომ მოსამართლეთა ეს კოლეგიაც იცვლებოდა, საქმეს სხვა მოსამართლეები განიხილავენ და კოლეგიის თავმჯდომარე იქნებოდა ნატა ნაზღაიძე, თუმცა სასამართლოში მისულ რუსთავი 2-ის იურისტებს სულ სხვა დახვათ, კოლეგიის შემადგენლობაში სააპელაციო სასამართლომ შეიყვანა ორი ახალი მოსამართლე. ნათია გუჯაბიძე, რომელიც თამაზ ურთმელიძესთან ერთად არასამათვობორო ორგანიზაცია ,,მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელია და ყოფილი პროკურორი შორენა ყაველაშვილი. სწორედ ამ კოლეგიამ დაიწყო რუსთავის 2-ის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით.
მასალის გამოყენების პირობები






