,,რუსული პროპაგანდისტული შეტევის ფონზე, პრინციპულად შეუვალი და გაათმაგებულად მობილიზებული ვართ“ - ბაჩუკი ქარდავა
პოზიცია - 20:35, 21 Apr, 2016     2603
ინტერპარტიული ჯგუფის ერთმა ნაწილმა ირმა ინაშვილთან ერთად, ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო შექმნა. როგორც გაირკვა, საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით „ლეიბორისტები“ და ნინო ბურჯანაძის პარტიაც იქნებიან წარმოდგენილნი.

მედიისთვის 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საპროტესტო აქციების გამართვა უკვე დაანონსდა არც ის გამოირიცხა, რომ სამომავლოდ საბჭო საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებისათვის პარტიების დაახლოებას შეუწყობს ხელს.

როგორი იქნება არასაპარლამენტო ოპოზიციის სამომავლო გეგმები და რა კონფიგურაციით წარსდგება 2016 წლის არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრი, ამ საკითხების გარკვევას „ნიუპოსტი“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან ბაჩუკი ქარდავასთან შეეცადა.

- ინტერპარტიული ჯგუფის დიდი ნაწილმა ირმა ინაშვილთან ერთად, საკოორდინაციო საბჭო შექმნა. ფაქტმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. „ნიუპოსტის“ მკითხველს განუმარტეთ, რა მიზანს ემსახურება საკორდინაციო საბჭო და რა საერთო გადაკვეთის წერტილები არსებობს ედპ-სა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის?

- ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებსა თუ მედიასაშუალებებში არაერთხელ ავხსენი ჩვენი ნაბიჯის მიზანი. თქვენთანაც კიდევ ერთხელ შევეცდები უფრო კონკრეტული ვიყო.

დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია. ბუნებრივია, არაფერს, ან კარგს ამბობენ მხოლოდ მკვდრებზე და მიუხედავად ბევრი სურვილისა, რომ პოლიტიკური ავანსცენიდან გაექროთ ან დღეს გააქროს ვინმემ ზომიერი, ცენტრისტული პოლიტიკური ძალები ფაქტია, არ გამოსდით და არც არასოდეს გამოუვათ, რადგან ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვს.

რაც შეეხება საკოორდინაციო საბჭოს, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ის ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება, რასაც ემსახურებოდა ინტერპარტიული ფორმატი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ყველა განსხვავებული შეხედულების სუბიექტი, თუმცა ჩვენ გვაერთიანებდა და ამაში ძალიან დიდი იყო პოზიტივი, სააარჩევნო გარემოს შეცვლისადმი ჩვენი დამოკიდებულება.

- როგორც თქვენ ამბობთ, თუ საკოორდინაციო საბჭო იგივე მიზანს ემსახურება, რასაც ემსახურებოდა ინტერპარტიული ფორმატი, მაშინ რატომ გადაწყდა ამ ფორმატის შექმნა?

- მე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ეს ორი ფორმატი ერთმანეთთან არათუ წინააღმდეგობაში მოდის, არამედ ავსებს კიდეც ერთმანეთს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ტოტალური უარი განაცხადა საქართველოში საარჩევნო გარემოს რეფორმირებაზე.

ინტერპარტიული ფორმატი მოგეხსენებათ არის IFES-ის ტექნიკური მხარდაჭერითა და მისივე მოდერატორობის ქვეშ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტლებების მიღება ხდება მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსით. ბუნებრივია, ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტების უკან იყო და არის კიდეც კონრეტული ინტერესები, ზოგი აქციების წინააღმდეგი იყო, ზოგი უფრო რადიკალურ ზომებს ითხოვდა. როცა უკვე დადგა ქმედითი, პარქტიკული ნაბიჯების დრო, საჭიროდ ჩავთვალეთ უფრო მოქნილი, ოპერატიული გადაწყვეტილებების უნარის მქონე ოპოზიციური პარტიების მაკოორდინირებელი დროებითი სტრუქტურის შექმნა.

- გარდაიქმნება თუ არა ოპოზიციურ პარტიათა საკორდინაციო საბჭო საარჩევნო ბლოკად, თუ არის ამ სცენარზე საუბარი პირისპირ შეხვედრებზე?

- რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ვამბობდი და დღესაც იგივეს გავიმეორებ - იმ ფაზაში, რომელშიც დღეს ქართული პოლიტიკა იმყოფება (ვგულისმობ მოახლოებულ არჩევნებს და შესაბამისად საარჩევნო კამპანიას), ლოგიკურია, ნებისმიერი პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა აღიქმება და არც უმაგისობაა, საარჩევნო კოალიციებისა და ბლოკების ჩამოყალიბების პროცესად. საკოორდინაციო საბჭოშიც, შესაბამისად, ჩემ მიერ უკვე ნახსენები ძირითადი საქმეების მიღმა, არის საუბარი ამ თემებზეც. თუმცა ხაზგასმით და სრული პასუისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მე და ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ვხელმძავღანელობ, ყოველთვის წინა პლანზე აყენებდა თავის იდეოლოგიურ შეხედულებებს, და განსაკუთრებული პრინციპულობით გამოირჩევა ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. შესაბამისად, დღეს გააქტიურებული რუსული პროპაგანდისტული შეტევის ფონზე, პრინციპული საკითხებისადმი გაათმაგებულად მობილიზებული ვართ და ნებისმიერ გრძელვადიან პოლიტიკურ თანამშრომლობას განვსაზღვრავთ რამოდენიმე საკითხისადმი პარტნიორების დამოკიდებულების მიხედვით.

- იქნებ გვითხრათ რა კრიტერიუმებია ბაჩუკი ქარდავასთვის ყველაზე პრინციპული?

პირველი - ეს არის პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება ევრაზიულ კავშირთან, ანუ პუტინის მოდერნიზებულ რუსულ იმპერიასთან.

მეორე - საქართველოს ნეიტრალიტეტთან, როგორც ქართულ გზად მონათლულ რუსულ ხრიკად

და მესამე - საქართველოს, როგორც თავისუფალი ადამიანების ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ, დასავლურ საზოგადოებაში.

ასე, რომ ვფიქრობ, გასაგებად ავხსენი ჩვენი პრიორიტეტები, რითიც მგონი შევუწყობ ხელს ზოგიერთების ვნებათაღელვის დაოკებას. თუმცა პოლიტიკური სუბიექტების ხედვებს მათდამი რაღაც ჯგუფებში გაჩენილი შეხედულებებისდა მიხედვით არ ვსაზღვრავთ, არამედ მათთან უშუალო კონსულტაციების დროს ვარკვევთ. ეს არის პოლიტიკური პარტიების ურთიერთობის ანაბანა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42