სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში მერიის კუთვნილი ავტომობილი ორ ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ორივე გოგო უგონო მდგომარეობაშია.
ქვეითად მოსიარულე პირებზე ავტომობილის შეჯახებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროში" განუცხადეს, სხეულის დაზიანების შემდეგ დაშავებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში.
გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის 1 ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, ავტომობილის მძღოლი ადგილზეა და არ არ მიმალულა.
ფატქს ადასტურედს დედაქალაქის მერიის პრესსამასხურიც. საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დაშავდა ერთი ქალბატონი, რომელიც ახლომდებარე კლინიკაშია გადაყვანილი. კლინიკაში მოათავსეს მასთან ერთად მყოფი ორი არასრულწლოვანი, რომელებსაც დაზიანებები არ მიუღიათ. წინასწარი ვერსიით დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება.
მასალის გამოყენების პირობები






