მათივე თქმით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა.
მამაკაცის ცხედარი კასრში იყო მოთავსებული, კვალის გაქრობის მიზნით კი მჟავა ჰქონდა მოსხმული.
სამართალდამცავებმა ცხედარი დაახლოებით 7 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობას უკავშირება, დედა თბილისის ზღვაზე იპოვეს ყელგამოჭრილი, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს თემაზე ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს თემქაზე, დევნილთა დასახლებაში 55 წლის ნატო კვეზერელი საკუთარ სახლში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. მსხვერპლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.
გარდაცვლილი აბაზანაში მისი შვილის მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომლებიც რამდენიმე დღის უნახავი მეგობრის, გურამ კვეზერელს (გარდაცვლილის შვილის) მოსაძებნად მივიდნენ.
29 წლის კვეზერელს პოლიცია ამ დრომდე ეძებდა.
მასალის გამოყენების პირობები






