ზვიად ლაგვილავას საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 19:28, 19 Apr, 2016     2713

დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე ამავე სამსახურის ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი დემურ (დემუშა) ბარამია დააკავეს. აღნიშნულის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ, 2014 წლის 28 ოქტომბერს ზუგდიდში, შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამავე სამსახურის უფროსის ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების ფაქტზე, შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილ მთავარ სპეციალისტს დემუშა ბარამიას ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მე-2 სამმართველოს აქტიური ღონისძიებების სამსახურის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ ავზი ამორტიზირებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა. ამის შესახებ აცნობეს შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის ტექნიკის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს დემუშა ბარამიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ტექნიკის წესის დაცვა, რამაც ადმინისტრაციულ შენობაში აფეთქება და ზ. ლაგვილავას გარდაცვალება გამოიწვია.

აღნიშნულის საფუძველზე, პროკურატურის მიერ, შს სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამსახურის ყოფილ მთავარ სპეციალისტ დემუშა ბარამიას წარედგინა ბრალდება შრომის დაცვის წესის დარღვევისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 5 წლამდე ვადით”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42