სასწრაფოდ: სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
სამართალი - 12:57, 19 Apr, 2016     13952
"ნიუპოსტის" ინფორმაციით სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე ამავე სამსახურის ტექნიკური განყოფილების თანამშრომელი დემურ (დემუშა) ბარამია დააკავეს.

ფაქტი დაახლოებით 10 წუთის წინ გახდა ცნობილი გარდაცვლილის ოჯახისთვისაც. თუმცა ლაგვილავას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან რომ მაღალჩინოსანი მოკლულია. ეჭვმიტანილად კი ონისე კვაშილავას ასახელებენ. რომელიც მოქმედი სამართალდამცავია.

ცნობილია, რომ ლაგვილავა იმ თანამდებობაზე დანიშნეს, რომელსაც მანამდე კვაშილავა იკავებდა. ოჯახი აცხადებს, რომ ამის გამო კვაშილავასა და ლაგვილავას შორის დაპირისპირებაც მოხდა. სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებამდე კვაშილავა ლაგვილავას დაემუქრა.

ლაგვილავას მეუღლე ცირა მალანია ამბობს, რომ კვაშილავა ამ დრომდე დაკითხული არ არის.

"ვითხოვ კვაშილავას დაკითხვას, ცდილობენ ტექნიკურ გაუმართავობას დააბრალონ ზვიადის გარდაცვალება. უნდათ დემურ ბარამიას შეაწმინდონ ხელი. ვეჭვობ რომ კვაშილავას და მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებისთვის ხელის დაფარება. სად იყო გამოძიება აქამდე? რატომ არ დაინტერესდნენ კვაშილავათი... მე დემუშა ბარამიას დაკავების წინააღმდეგი ვარ"- განუცხადა "ნიუპოსტს" ცირა მალანიამ.

ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრისას ექსპერტიზის სკანდალურ დასკვნას იშველიებს. ადვოკატ რომეო საჯაიას თქმით, დასკვნის მიხედვით არსებობს ვარაუდი, რომ აფხაზეთის სუს–ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი მოკლეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით შენობა ააფეთქეს.

"ნიუპოსტი" ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე ერთი პირის დაკავების ფაქტის გადამოწმებას მთავარ პროკურატურაში შეეცადა. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მოიკითხავენ.

ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში აფეთქება გასული წლის ოქტომბერში მოხდა. აფეთქების დროს თავის კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ლაგვილავა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

აფეთქება შენობაში დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა. აფეთქების დროს თავის კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, 29 წლის ზვიად ლაგვილავა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კედელი მთლიანად ჩამოინგრა, შენობის ფლიგელი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზმა გამოიწვია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42