როგორც დღეს ითქვა, ცხედარს თან საბუთები ჰქონდა, რომლის მეშვეობით მოხდა იდენტიფიცირება. "ნიუპოსტს" აცნობეს ისიც, რომ 28 წლის მამაკაცს თან პასპორტი და დევნილის მოწმობა ჰქონდა, პირმა რომელმაც ახალგაზრდა იპოვა სწორედ ამის შემდეგ შეატყობინა გარდაცვლილის ოჯახს.
გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ გოგოხია ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ზღვის სანაპიროზე მიიტანეს. ამ ვარაუდს გოგოხიები იმით ამყარებენ, რომ მამაკაცს მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, ამასთან დოკუმენტები წყლისგან გაფუჭებული არ იყო.
ოჯახის წევრთა ინფორმაციით, მამაკაცს ძალადობის კვალი აღენიშება - ჩამტვრეული აქვს ნეკნები და დაზიანებული აქვს ხელის მტევანი.
გარდაცვლილის ოჯახის წევრთა თქმით, მათ არ ეძლევათ საშუალება ცხედარი ექსპერტიზაზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენონ.
ოჩამჩირის ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცის გვამი გუშინ იპოვეს. გიგა გოგოხია დაახლოებით 15 დღის წინ ფოთიდან გაუჩინარდა.
როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, ის მეგობართან ერთად საბერიოდან ფოთში წავიდა. მათ ტაქსის მძღოლთან მოუვიდათ შელაპარაკება, მძღოლი პოლიციის გამოძახებას ცდილობდა. პოლიციის გამოჩენისთანავე გოგოხია და მისი მეგობარი ერთად სხვადახვა მიმართულებით გაიქცნენ, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
მასალის გამოყენების პირობები






