თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, თბილისის ინტერნეტფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მოქალაქე სულხან წულაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც Forum.ge-ზე მომხმარებლები წერენ, რომ წულაძემ რამდენიმე დღის წინ ფორუმზე დაკავებულმა გახსნა სახუმარო თემა, სადაც აშშ-ის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.
“ ედავებიან აშშ-ს ელჩის მიმართ მუქარას. დავუდგეთ ფორუმელს გვერდში, დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია და პირადი სახელის და გვარის დაფიქსირებით დავადასტუროთ რომ ის უბრალო ტროლია და რომ მას არ ქონდა განზრახვა ვინმეს დამუქრებოდა ან ზიანი მიეყენებინა,”- აღნიშნულია ფორუმის მომხმარებლის განცხადებაში.
დაკავებულის მხარდასაჭერად შეიქმნა პეტიციაც.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტეს პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმის მუქარას გულისხმობს.


მასალის გამოყენების პირობები






