საქართველოს და გერმანიის შს მინისტრები საქართველოს 21 მოქალაქის რეადმისიის შესახებ განცხადებას ავრცელებენ
სამართალი - 17:04, 15 Apr, 2016     2485

დღეს გერმანიამ ჩარტერული რეისით საქართველოს 21 მოქალაქის საქართველოში რეადმისია განახორციელა. რეადმისიაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ფედერალურმა მიწამ: ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიამ, ბადენ-ვიურთემბერგმა, რაინლანდ-პფალცმა და ბავარიამ.

ავიარეისის დაგეგმვა და კოორდინაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის საზღვრის დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.

გერმანიაში მცხოვრები საქართველოს 22 592 მოქალაქიდან, 2016 წლის 29 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის დატოვების ვალდებულების მქონე იყო 2 240 პირი. გერმანიამ 2015 წელს თითქმის 300 ქართველის, ხოლო 2016 წლის იანვარ-თებერვალში, დაახლოებით, 50 ქართველის რეადმისია განახორციელა.

გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი, დოქტორი თომას დე მეზიე აცხადებს:

„დღევანდელი ღონისძიება ცალსახა გზავნილი უნდა იყოს: ისინი, ვინც ჩვენთან დაცვას არ საჭიროებენ, პროცესის დასრულების შემდგომ, გერმანია სწრაფად უნდა დატოვონ. თუ ეს ნებაყოფლობით არ მოხდება, აღსრულდება გაძევების გზით. ეს არის იმ პირთა ინტერესში, ვინც ნამდვილად საჭიროებს დაცვას და, აგრეთვე, მათივე ქვეყნების ინტერესში. მე და ჩემი ქართველი კოლეგა შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ საქართველოში იმ პირების რეადმისიას, რომლებიც დაცვას არ საჭიროებენ.“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს:

„საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო რეადმისიის შეთანხმების ეფექტური შესრულებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების განაცხადების 93%-ზე მეტი საქართველოს მხრიდან კმაყოფილდება, ხოლო გერმანიასთან - თითქმის 100% -იანი მაჩვენებელი გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს უწყებებს შორის თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

ამ შემთხვევაში, საუბარია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირში არსებულ „თავშესაფრის“ მაძიებელთა საკითხის განხილვის გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, დარჩნენ ქვეყანაში და მოცემული დრო არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენონ.

საქართველოს საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უფრო ფართოვდება და ღრმავდება, რაც კრიმინალის წინააღმდეგ ჩვენს ერთობლივ ბრძოლას კიდევ უფრო შედეგიანს ხდის. ჩვენს სახელმწიფოებს ყველა ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ეფექტურად დავუპირისპირდეთ დანაშაულს და ისეთ გლობალურ გამოწვევას, როგორიცაა არალეგალური მიგრაცია“.

გერმანიიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მიმართულებით, განსაკუთრებით, დასავლეთ-ბალკანეთის ქვეყნებში, ამჟამად კვირაში ორი-სამი ჩარტერული რეისი სრულდება. გასულ წელს გერმანიამ სხვადასხვა ქვეყნის, ჯამში 20888 მოქალაქის დეპორტი განახორციელა, მათგან - 19712 საჰაერო გზით. წინა წელთან შედარებით, 2015 წელს ეს რიცხვი გაორმაგდა. ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, წელს, თებერვლის თვის ბოლოს ჩათვლით, 4316 უცხოელი საკუთარ სამშობლოში იქნა რეადმისირებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42