მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებზე კანდიდატთა წარდგენის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა
სამართალი - 16:16, 14 Apr, 2016     2304

2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სალომე ქინქლაძის, ნინო კვეტენაძის, ნინო ოდიშარიას, დაჩი ჯანელიძის, თამარ ხითარიშვილისა და სალომე სებისკვერაძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №588) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტი.

სადავო ნორმები განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში, აგრეთვე რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს და ამ წრიდან გამორიცხავს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რასაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც კანონმდებელი კონსტიტუციიდან მომდინარე ვალდებულების ფარგლებში ხალხის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგენს პირდაპირ, საყოველთაო არჩევნებს, ეს არჩევნები წარმოადგენს კონსტიტუციით მოაზრებული საარჩევნო სისტემის ნაწილს და ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მერები და გამგებლები, როგორც აღმასრულებელი ორგანოები ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. შესაბამისად, ეს თანამდებობა წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი წესი ქმნის ბარიერს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელმაც სადავო შეზღუდვათა მიზნად დაასახელა პოლიტიკური გაერთიანებების გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლობით ორგანოებსა (საკრებულოები) და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მერებს/გამგებლებს შორის არაეფექტური კოორდინაციის შესაძლებლობა და ამ პირთა მხრიდან მომდინარე სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნა.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის პოლიტიკური სისტემა, არა თუ გამორიცხავს და უარყოფს პლურალიზმს, არამედ - ეფუძნება მას. ამასთან, დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულება გახდეს ამა თუ იმ პირისა თუ პირთა ჯგუფისთვის სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისთვის უარის თქმის საფუძველი.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა უზრუველყოფს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და ცენტრალური ხელისუფლების ეფექტურ კონტროლს მერების/გამგებლების საქმიანობაზე, რაც უზრუნველყოფს სეცესიის პრევენციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გაუმართლებლად იზღუდება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებსა და რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საარჩევნო უფლებას (28-ე მუხლი) და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას (29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლითა და 29-ე მუხლით დაცული სფეროების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42