ევროპის საბჭოს ანგარიშში საქართველოში პატიმართა რაოდენობის შემცირება დადებითად არის შეფასებული
სამართალი - 10:50, 14 Apr, 2016     2232
საქართველოში პატიმართა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და რეგიონული ნორმების ფარგლებშია - საქართველოში პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე საუბარია ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქალი პატიმრების რაოდენობა დასავლეთ ევროპული ქვეყნების მაჩვენებელს შეესაბამება; ასევე, მკვეთრად შემცირდა არასრულწლოვან პატიმართა რაოდენობა და ამჟამად, ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია; უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა კი, მკვეთრად ჩამოუვარდება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ევროპის საბჭოს ანგარიშში ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში განახევრდა წინასწრ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობა, დანაშაულის მაჩვენებელი კი, მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს არასაპატიმრო სასჯელების დანერგვის კუთხით, მათ შორის, აღსანიშნავია, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის სისტემით, რომელიც ამჟამად არასრულწლოვნებზე ვრცელდება; მოქმედებს ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის თანახმად უქმდება თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე და მის ნაცვლად ინერგება შინაპატიმრობა; იხვეწება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გასაჩივრების, უვადო მსჯავრდებულთა სასჯელის გადასინჯვის მექანიზმები; ასევე, გადაიხედება ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო არამხოლოდ აღასრულებს სასჯელს, არამედ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით სხვადასხვა სახის პროგრამებს ახორციელებს, რაც გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს და ამავე დროს, ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს.

ევროპის საბჭომ ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში აღნიშნულია დადებითი ტენდენციები, მათ შორის ის, რომ საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან; ასევე, დაინერგა დამატებითი საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამები; თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნოვაციას და მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მხარდაჭერას; პრობაციის სისტემის მუშაობა სამაგალითოდ არის მიჩნეული აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და სხვა.

ანგარიშში ასახულია ევროსაბჭოს რეკომენდაციებიც არასაპატიმრო სასჯელების კიდევ უფრო ფართოდ გამოყენების, პატიმართა რაოდენობის შემდგომი შემცირების, სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოების, მონაცემთა ბაზების სრულყოფის თაობაზე და ა.შ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42