პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე „სერგო თეთრაძის საქმეზე“ მსჯავრდებული სამივე პირი გამართლდა
სამართალი - 16:03, 13 Apr, 2016     2209

მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების - დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ 2011 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და სამივე პირი გაამართლა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს:

"პროკურატურამ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო შუამდგომლობით, სამივე პირის მიმართ განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის და ე.წ. „ჯაშუშების“ საქმეზე ახალი გარემოება მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში - იმდროინდელი სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირების - მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მონაწილეობით და ორგანიზებით, „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი, არარსებული დანაშაულის აღიარების მიღების მიზნით აწამეს, ხოლო სერგო თეთრაძის მიმართ დამატებით განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილებისა და შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულების - გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ „ჯაშუშობის“ ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მის ნაცვლად მსჯავრდებულების, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ ჩადენილი დანაშაულების ორგანიზატორის ბაჩანა ახალაიას მიმართ, წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42