დიდი რაოდენობით ოქროს უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს 8 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, მებაჟე ოფიცრებმა. კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თ.კ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 786,34 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 41487,10 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.
მსგავსი ფაქტი განმეორდა 10 აპრილსაც. აზერბაიჯანის მოქალაქე ს.რ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დასკანერებისა და დათვალიერების შედეგად, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა 4904.55 ლარის ღირებულების 91,35 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4904,55 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები






