სასამართლომ თამარ იარაჯული სამართალდამრღვევად სცნო
სამართალი - 21:36, 08 Apr, 2016     3112

თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ იარაჯულის საქმე განიხილა, რომელიც სამართალდამცავებმა დღეს ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლების საქმეზე გამართულ აქციაზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს:

”თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მოქალაქე თამარ იარაჯულის მიმართ.

სასამართლოში წარმოდგენილი მასალების თანახმად, თამარ იარაჯული პროტესტის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდა ბაგა-ბაღების სააგენტოს მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე. სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, მშობელი თ. იარაჯული არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი და გადასულიყო ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე. თამარ იარაჯული დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება და დადასტურებულად მიიჩნია თ. იარაჯულის მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ფაქტი და თამარ იარაჯული სამართალდამრღვევად სცნო. იმავდროულად, სასამართლომ თამარ იარაჯული გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

სასამართლოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42