ექსკლუზივი: "ჩემი ძმა ნასვამმა პოლიციელმა მოკლა" - 37 წლის მამაკაცის და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
სამართალი - 18:27, 08 Apr, 2016     6970
37 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახი პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს. "ნიუპოსტთან" გვანჯი (დავით) კალანდიას და ნინო კალანდია ყვება, რომ ზუგდიდის რაიონ სოფელ კოკში, მიმდინარე წლის 9 თებერვალს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი მერაბ ჭედია, სახლისკენ ველოსიპედით მიმავალ გვანჯი კალანდიას დაეჯახა, უგონოდ მყოფი მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩასვა და ოჯახში მიიყვანა.

- ძალიან მძიმე ბრალდებას უყენებთ პოლიციელს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- დათო (ასე ეძახდნენ გარდაცვლილს ახლობლები - ავტ.) სოფლის ცენტრიდან სახლში ველოსიპედით მოდიოდა, ჩვენი სახლის მოსახვევში მას თანასოფლელი, მერაბ ჭედია დაეჯახა. პოლიციის თანამშრომელი უგონოდ მთვრალი იჯდა საჭესთან. ავარიას ჩვენივე თანასოფლელი პაპუნა შამუგია შეესწრო, ეს უკანასკნელიც პოლიციაში მუშაობს, უფრო კონკრეტულად ფინანსური პოლიციის თანამშრომელია. ორივე მათგანი დანაშაულის დაფარვას შეეცადა და დათოს დასახმარებლად სასწრაფოს არ გამოუძახეს. იმის ნაცვლად, რომ უგონოდ მყოფი ჩემი ძმა საავადმყოფოში გადაეყვანათ, მერაბ ჭედიამ დათო მანქანაში ჩატენა და დედაჩემს მოუყვანა.

- და რა უთხრა დედას, როცა გონებადაკარგული შვილი მიუყვანა?

- დედაჩემმა ბუნებრივია ყვირილი დაიწყო. ჭედიას დედაჩემისთვის გაჩუმება უთხოვია: ხალხს ნუ შემიყრი. შენი შვილი მთვრალი ვნახე და გვერდი ვერ ჩავუარეო. სასწრაფოდ შეუთრევია საკუთარი ხელით სახლში. დედაჩემის ყვრირილზე მეზობლები გამოვიდნენ, ყველამ ნახა როგორ მიათრევდა პოლიციის თანამშრომელი უგონო მდგომარეობაში მყოფ დათოს. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ დათოს დაჯახებისას გულმკერდი დაუზიანდა, ფილტვების უკმარისობამ კი ტვინის გათიშვა გამოიწვია. მალევე რომ გადაეყვანათ დაშავებული საავადმყოფოში მისი გადარჩენა შეიძლებოდა. მერაბ ჭედია კი საკუთარ სამსახურს გაუფრთხილდა და პირიქით, შეეცადა დაემალა მომხდარი. ჩემი ძმის გარდაცვალებაში დამნაშავეა პაპუნა შამუგიაც, რომელმაც არაფერი იღონა, არ შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ და არც სასწრაფოში დაურეკავს.

- თქვენი ძმა გონზემოუსვლელად გარდაიცვალა?

- მომხდარიდან 28 დღეში დაიღუპა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. თბილისში გადმოვიყვანეთ, თუმცა ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

- მას შემდეგ რაც სოფელში გაირკვა, რომ თქვენი ძმა ავარიას ემსხვერპლა, ადგილზე პოლიცია არ გამოცხადებულა?

- საღამოს მოვიდნენ, ადგილზე დარჩელის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. შემთხვევის ადგილი არ შემოუსაზღვრიათ. მხოლოდ დედაჩემი დაკითხეს.

- მერაბ ჭედიამ როდის აღიარა ავარიის შესახებ?

- მას შემდეგ, რაც ჩემი ძმა გარდაიცვალა, ჭედია ჩაბარდა პოლიციას და თქვა, რომ ჩემ ძმას დაეჯახა, თუმცა ბუნებრივია არ უთქვამს, რომ საჭეს მთვრალი მართავდა. ავარიას თვითმხილველები ჰყავს, ამიტომ ვერ უარყო ფაქტი. თუმცა მას ყველა აფარებს ხელს.

- რას გულისხმობთ ხელის დაფარებაში?

- იმას, რომ ამ დრომდე თავისუფალია მკვლელი, გამოძიება სრულყოფილად არ ტარდება. იმავე დღეს რომ გაეკეთებინათ ექსპერტიზა, ხომ დადგინდებოდა, რომ ჭედია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო? სანამ ჩემი ძმა არ მოკვდა, არავინ მოსულა და არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ თავად ჭედიასთვის. ვინაიდან, 9 თებერვალს არ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, ვშიშობთ, რომ მას ბრალეულობას ვერ დავუმტკიცებთ.

- საგამოძიებო უწყება რას გეუბნებათ, რატომ არ მოხდა მძღოლის დაკავება, შესაძლოა საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელოდება პროკურატურა...

- ფაქტია, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ არ ჩაატარა სრულფასოვნად შემთხვევის ადგილის შესწავლა. ექსპერტიზის პასუხებს ველოდებით ჩვენც და გამოძიებაც. არავის მივცემ უფლებას ეს საქმე ჩაფარცხოს. ყველამ ნახა, რომ ავარიისას ჭედია მთვრალი იყო.

- ფინანური პოლიციის თანამშრომლის დასჯას რატომ ითხოვთ, რას ამბობს შამუგია?

- ის, რაც პაპუნა შამუგიამ გააკეთა, დანაშაულის ხელის შეწყობაა. მან არ დაურეკა სასწრაფოს. დროულად რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში დათო გადარჩებოდა. რაც შეეხება შამუგიას, ის ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, სასწრაფოსთვის არ დაერეკა, არაფერი სჭირს ამასო.

"ნიუპოსტი" შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა იძიებს.

პროკურატურის პრესცენტრი საქმეში გარკვევას დაგვპირდა. შოთაძის უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე ოფიცალურ კომენტარს შემოგთავაზებთ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42