„ჩანაწერი სამსახურში ჩემი დაბრუნების შემდგომ არის გაკეთებული, შალვა რამიშვილი პირობას დებს, რომ მსგავსი ხასიათის სექსუალურ შევიწროებას და ჩემი კარიერის დასრულები მუქარას აღარ ექნება ადგილი. მაგრამ იგი ერთი თვის განმავლობაში ყოველ მოცემულობაში მახსენებდა, რომ უგუნური გადაწყვეტილება მივიღე , როდესაც მასთან არ თანავიცხოვრე, ვეღარ გავუძელი და იძულებული გავხდი, წამოვედი სამსახურიდან. ეს მისი მხრიდან არის აღიარება. ჩანაწერი შეიცავს აღიარებას, რომ ჩემზე, ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება მუქარით, რომ ჩემი კარიერა დასრულდებოდა არა მხოლოდ ტელეკომპანია ”იმედში”, არამედ სხვა ტელევიზიებშიც და რომ მას შეუძლია დაასრულოს ნებისმიერი ადამიანის კარიერა“- განაცხადა თათია სამხარაძემ. მისი თქმით ჩანაწერს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე ექსპერტიზა უტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






