საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფარული ვიდეო-კადრების საქმეზე ბრიფინგი გამართა. შედეგად ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. მოხდა მათი საცხოვრებლების ჩხრეკა. პროკურატურის ინფორაციით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, თუმცა, ისინი უშუალო მოწმეები არიან, რომლებიც ჩვენებებს იძლევიან:
„ეჭვმიტანილები წინასწარ არჩევდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და ოპოზიციურად განწყობილ პირებს. მათი მიზანი იყო მაკომპტომატირებელი მასალის შეგროვება. ჩხრეკა მოხდა, მაგრამ რა არის ამოღებული და რა მასალა აქვს გამოძიებას, ამას ვერ დავაკონკრეტებთ. მოწმეები არიან ამ დანაშაულში ჩართული უშუალო პირები, რომლებიც პირდაპირ ჩვენებას იძლევიან. დაკავებულები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ არიან მოწმეები, რომებსაც უშუალო მომპოვებლობასთან, ასევე ამ ფარული ვიდეოების დამონტაჟებასთან. მათი პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ დამდგარა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
ამ დროისათვის დაკავებულია 5 პირი. ერთ-ერთ ბრალდებულს კი პროკურატურის ინფორმაციით მიმალვაშია. მას დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე პატიმრობის აღკვეთა ემუქრებათ.
მასალის გამოყენების პირობები






