ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული მამაკაცი, თავს ოზურგეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს აფარებს. როგორც ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, მამაკაცი სავარაუდოდ ბათუმიდან არის გამოქცეული.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული, თუმცა სახლში ვერ შედიან, რადგან მამაკაცი აგრესიულად იქცევა.
როგორც სახლის მეპატრონე ყვება, მამაკაცი მათ სახლში გუშინ ღამით შეიჭრა და ამ დრომდე მისი იქედან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
"ფეხშიშველია, დასვრილი და ტალახიანი. ამბობს ჩემი სახლიაო, წევს საწოლზე და ვერავინ ეკარება. მე და ჩემი შვილი გუშინს მერე, ფაქტიურად ქუჩაში ვართ. იყო პოლიციაც, სასწრაფოც, მაგრამ ვერავინ ვერაფერს აკეთებს" - განაცხადა სახლის მეპატრონე ქალბატონმა.
ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ამ წუთებში არკვევენ, საიდან არის მამაკაცი გამოქცეული და არის თუ არა ის ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






