კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დგებუაძის პროცესი გაიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტი, რომ დგებუაძე დაკავებამდე მიმალვაში იმყოფებოდა და გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.
გიორგი დგებუაძის საქმეზე სასამართლო პროცესი 17 მაისამდე გადაიდო.
გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის იანვარში კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსთან, დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად , ნავთლუღის ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის წინასწარდაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
მასალის გამოყენების პირობები






