ოსკაროსან მსახიობს დღეს 40 წელი შეუსრულდებოდა.
ჰიტ ლეჯერის კარიერაში მისი ყველაზე წარმატებული როლი "ჯოკერი" აღმოჩნდა. ის პირველი არაამერიკელი და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყო, ვინც ჯოკერი გაასახიერა.
ჰიტ ლეჯერი თავის პირველ და უკანასკნელ ფილმშიც კლოუნის როლს ასრულებს.
2008 წლის 22 იანვარს, 28 წლის ლეჯერი ლოგინში გარდაცვლილი იპოვეს, ახლომახლოს კი დამაძინებელი მედიკამენტები ეყარა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო სიცოცხელში არ მიუღია. "ოსკარი" მას გარდაცვალების შემდეგ გადასცეს ფილმისთვის "ბნელი რაინდი".
მისი გარდაცვალება კინოინდუსტრიის უდიდეს დანაკარგად არის შეფასებული
ჰიტ ლეჯერის ყველაზე ცნობილი ფილმებია : The Patriot(პატრიოტი), Candy(ქენდი), 10 Things I Hate About You (ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი), Ned Kelly (ნედ კელი), Brokeback Mountain(კუზიანი მთა), I'm Not There(მე იქ არ ვარ), The Dark Knight (ბნელი რაინდი), The Imaginarium of Doctor Parnassus(დოქტორ პარნასის წარმოსახვა).
ჰიტ ლეჯერი 1979 წლის 4 აპრილს დასავლეთ ავსტრალიაში, პერთში დაიბადა. ის რომელიც თამაშობდა როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზიო სერიალებში.
მას შემდეგ, რაც ითამაშა როლები ავსტრალიის ტელევიზიასა და ფილმებში 1990-იანების განმავლობაში, 1998 წელს ლეჯერი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა საკუთარი საფილმო კარიერის გასავითარებლად. მსახიობობასთან ერთად იყო მუსიკალური ვიდეოების პროდიუსერი და რეჟისორი და სურდა გამხდარიყო კინორეჟისორი.
ენის დელ მარის განსახიერებით ფილმში „კუზიანი მთა“, 2005 წელს ლეჯერმა მიიღო ნიუ-იორკის ფილმის კრიტიკოსთა წრეების ჯილდო კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი“, ხოლო 2006 წელს - „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტისგან და ნომინირებული იყო 2005 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე კატეგორიაში „ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის“. ასევე ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი მთავარ როლში.
სიკვდილის შემდეგ მან მიიღო „დამოუკიდებელი სულის რობერტ ალტმანის პრემია“ მსახიობთა დანარჩენ შემადგენლობასთან ერთად, მისი მიერ ჩატარებული სამუშაოსთვის რეჟისორის და კასტინგის რეჟისორის აპლუაში ფილმზე „მე იქ არ ვარ“.
ლეჯერმა მიიღო არაერთი ჯილდო მის მიერ განსახიერებული ჯოკერის როლისთვის ფილმში „ბნელი რაინდი“, მათ შორის ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, საუკეთესო მსახიობის საერთაშორისო ჯილდო 2008 წლის ავსტრალიური ფილმების ინსტიტუტის დაჯილდოებაზე, რითაც ის გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ჯილდო სიკვდილის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ფილმის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 2009 წლის ოქროს გლობუსი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის და 2009 წლის ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები






