ძლიერმა ქარმა გორში სახლს სახურავი გადახადა
შემთხვევა - 17:02, 03 Apr, 2016     2421

ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში მცხოვრებ მახარაშვილების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელ სახლს დღეს, გამთენიისას სახურავი ახადა. შემთხვევის დროს ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაზარალებულა. როგორც ისინი ამბობენ, მათ სახლი რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი საკრედიტო ორგანიზაციისგან აღებული სესხის საშუალებით გადახურეს, თუმცა სტიქიის შედეგად, ის სრულად დაზიანდა.

ადგილზე მივიდა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი. ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა დაზარალებულებს დროებითი გადასახური მასალა მიუტანა, რაც მახარაშვილებს საშუალებას მისცემს, ამინდის გაუარესების შემთხვევაში, არსებული ავეჯი და სხვა ინვენტარი დაიცვან.

ხვალიდან კი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები დაზიანებული შენობის კაპიტალური გადახურვისთვის საჭირო სამუშაოებს დაიწყებენ. დავით ონიაშვილის განცხადებით, მახარაშვილების საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია უმოკლეს დროში ჩაუტარდება.


გიორგი ახალკაცი
"ნიუპოსტი" გორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42