კიევის პოლიციამ ე.წ კანონიერი ქურდი „კახა თბილისკი“ დააკავა
სამართალი - 10:55, 02 Apr, 2016     8526

კიევში სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი კახაბერ ორაგველიძე დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც „კახა თბილისკი“. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდონით ავრცელებს.

საქართველოში ორაგველიძე 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნება.

„არაერთხელ ნასამართლევმა „კახა თბილისკიმ“ უკანასკნელად სასჯელი რუსეთის ტერიტორიაზე მოიხადა.მან 11 წლიდან 8 წელი ე.წ. კარცერში გაატარა. იგი 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს, თუმცა სცადა კიევის ტერიტორიაზე ე.წ. გარჩევის მოწყობა უკრაინაში გავლენის სფეროს გადანაწილებისა და კონტროლიორების, ე.წ. „მაყურებლების“ დანიშვნის მიზნით“, - აცხადებენ სამართალდამცავ უწყებაში.

შედეგად, სამართალდამცავებმა ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს და დეპორტაცია გაუკეთეს, მას მომავალი 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

მათივე ცნობით, „კრიმინალური ავტორიტეტი“ გასულ წელს უკრაინის ტერიტორიაზე ანექსირებული ყირიმის გავლით შევიდა. კიევში იგი კრიმინალური სამყაროს „ტრადიციების მცველის“ ფუნქციას ასრულებდა და გახლდათ შუამავალი და „არბიტრი“ კონფლიქტურ სიტუაციებში.

ორაგველიძეს კვლავ დეპორტაცია ელის უკრაინიდან, იგი ქვეყნის ტერიტორიაზე 2019 წლამდე ვეღარ დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42