საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას - FBI ფარული კადრების საქმეზე
სამართალი - 12:18, 01 Apr, 2016     3116

საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა.

დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში.

„გამოძიების ფედერალურ ბიუროს მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქმეში დახმარების აღმოჩენის თხოვნით. მსგავსი ტიპის საქმეებში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარების აღმოჩენა პროკურორებისა და გამომძიებლებისათის.

დარწმუნებულნი ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას. მსგავსი ტიპის კომპლექსური დანაშაულებები, როგორიც არის კიბერ-დანაშაული და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, გამოსაძიებლად განსაკუთრებით რთულია, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა, უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე.

გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკის თანახმად, მიმდინარე გამოძებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული პრაქტიკით პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ დაუკავშირდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებს“, - განაცხადა ქეთრის კენინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42