პროკურატურის განცხადება ვანო მაჭავარიანის დაკითხვასთან დაკავშირებით
სამართალი - 22:47, 29 Mar, 2016     2846

საქართველოს მთავარი პროკურატურა ვანო მაჭავარიანის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს განმარტება გავაკეთოთ დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადების ირგვლივ, მოწმის სახით ივანე მაჭავარიანის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გამოკითხვისას გაირკვა, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა. ი. მაჭავარიანმა აღნიშნა მხოლოდ ის, რომ 2016 წლის 18 მარტს, პირად „facebook” გვერდზე ათვალიერებდა ე.წ ,,აქტივობის კედელს“, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსი“-ს შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი. რაც შეეხება მის „facebook” გვერდზე მისივე განცხადებით განხორციელებულ ე.წ. „ჰაკერული“ თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით ი. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი „facebook” გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა „ჰაკერულ“ თავდასხმად. აღნიშნულის შესახებ ი. მაჭავარიანმა აცნობა „facebook“-ის ადმინისტრაციას, რამაც მისი ვარაუდით გამოიწვია ,,facebook“ პროფილის დროებითი დაბლოკვა. ამასთან, ი. მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი ,,facebook“ გვერდის დათვალიერებაზე.

ამდენად, ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42