ვანო მაჭავარიანი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის მიერ დღეს tv1-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით სოციალურ ქსელში სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ვიღაცებს მიაჩნიათ, რომ ქულები უნდა დაიწერონ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ, რომ ვანო მაჭავარიანი არის დაჰაკერებული, დაბლოკილი. მე არ მგონია, რომ ეს ივანიშვილს ძალიან მოსწონდეს, ეს არის სიბინძურე, რასაც საზოგადოება არ იღებს. იქმნება ჯგუფები, რომლებიც გაწევრიანებენ ისე, რომ არც იცით და ეს ჯგუფები აშეარებენ საერთო ინფორმაციას, ზუსტად ამ ტიპის ინფორმაცია შემომივიდა ჩემს გვერდზე დილის 6 საათზე, რომელიც მე გაუგებრად აღვიქვი, როდესაც დილით დავბრუნდი ჩემს ვებ-გვერდზე, ეს შემოთავაზება იქ აღარ არსებობდა. ძალიან კარგია, რომ პროკურატურა ამაზე რეაგირებს, მაგრამ ხელისუფლება გამოძიების კონკრეტული შედეგი უნდა დადოს, იმისათვის, რომ 31 მარტს კიდევ რაღაც სურპრიზის წინაშე არ აღმოვჩნდეთ. იმისთვის, რომ ადამიანები არ იყვნენ შანტაჟის ქვეშ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






