საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკითხვაზე იმყოფება.
პროცესი დაწყებამდე სესიაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ერთადერთი ჩართულობა ამ საქმეში ის იყო, რომ მან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ერთ-ერთ კომპანიასთან დააკავშირა:
„თავდაცვის მინისტრს გავაცანი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სთავაზობდა, ქვეყნის მასშტაბით კაბელებით დაქსელვას და თავდაცვის სამინისტროსთვის რამდენიმე წვერის უფასოდ მიწოდებას. ჩემი ინტერესი ამ შემთხვევაში იყო, რომ ქვეყნისთვის კარგი საქმე გაკეთებულიყო, სახელმწიფოს კი ამაში თანხა არ გადაეხადა, ჩემი როლი, მხოლოდ მათი გაცნობა იყო. ჩემს კომპეტენციაში პირის სანდოობისა და საიმედოობის დადგენა არ შედის, ეს არის უშუალოდ სახელმწიფო უწყებების ანუ სამონისტროს კომპეტენცია. შესაბამისად, თუ პირთან მიმართებით, გარკვეული ეჭვი არსებობდა, სამინისტროს თავად უნდა მიემართა კონტრდაზვერვისთვის და მისი სანდოობა დაედგინა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






