მისი თქმით, თავად იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში, სადაც მოსამართლემ გამოაცხადა, რომ თაღლითობის ეპიზოდში, რომელიც გულისხმობდა მანქანების მისაკუთრებას ერეკლე კოდუას მხრიდან, ყველა ეპიზოდში, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ერეკლე კოდუამ ჩაიდინა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რაში გამოიხატა ეს გადამეტება. მე ვვარაუდობ, რომ შესაძლოა ეს იყოს თავად ბრალდებულებთან მისი შეხვედრა, ანუ იზოლატორიდან მისი ამოყვანა,“ - აღნიშნავს ოთარ კახიძე.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ერეკლე კოდუა, 2008-09 წლებში, თავის სამუშაო კაბინეტში შეხვდა სხვადასხვა ბრალდებულებს და გათავისუფლების სანაცვლოდ მათ აყიდინა მანქანები, რომლებიც მიისაკუთრა.
"შესაბამისად, კოდუას ბრალად ედებოდა:
ა) მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით,
ისჯება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება
ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
პირველ ნაწილში ის გამართლდა, ანუ სასამართლომ დაადგინა, რომ კოდუას თაღლითურად არ მიუსაკუთრებია მანქანები.
მეორე ნაწილში გაამტყუნა და მიუსაჯა 2 წელი და 8 თვე.
2 კვირის განმავლობაში არ გვეცოდინება, თუ კოდუას რომელი ქმედება მიიჩნია მოსამართლემ უფლებამოსილების გადამეტებად.
რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ მანქანების მოტყუებით მისაკუთრების ნაწილში კოდუა არის გამართლებული,
და ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ცრუობს თავის განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა სირცხვილია უბრალოდ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ამ სასამართლოს მიღებულ გამამართლებელ განაჩენებს, ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემა მაინც ივანიშვილის რეჟიმის იარაღად რჩება" - აცხადებს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






