ირაკლი ზაქარეიშვილმა "ნიუპოსტს" განუცხადა, რომ მისი კლიენტისთვის საერთაშორისო ძებნილის სტატუსის მოხსნა კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სამართლიანად მიიღო, "რადგან ახალაიას მიმართ საქართევლოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება".
მისი თქმით, დათა ახალაია იგივე მოტივით საბერძნეთის სასამართლომაც სასამართლოს პროცესიდანვე გაათავისუფლა.
"გახსოვთ, რომ საქართველოს პროკურატურა საბერძნეთს ახალაიას ექსტრადირებას მოითხოვდა, იქ მითითებული იყო ათასი სულელური ბრალდება : ნავთლუღის საქმე, გირგვლიანის საქმე და სხვა, თუმცა ჩემი კლიენტი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გათავისუფლდა. იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს! ევროპის სასამართლოს შეფასება გაითვალისწინა ინტერპოლმაც და დათა ახალაიას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა"- უთხრა "ნიუპოსტს" ადვოკატმა.
საბერძნეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია 2014 წლის თებერვალში დააკავეს ყალბი ტურისტული საბუთის დამზადების ბრალდებით. საქართველოში ახალაია საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები






