Facebook-ის მომხმარებელი, გიგა ქიტია დღეს სანაპიროზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ წერს. მისი თქმით ავტოავარიას პრეზიდენტის ესკორტი შეესწრო, თავად პრეზიდენტი კი გადაბრუნებული ავტომობილიდან, ორსული გოგონას გადმოყვანაში იღებდა მონაწილეობას:
„დღეს საშინელ ავტოავარიას შევესწარი: გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა და ზრუნავდა, რომლის ესკორტი შემთხვევით გახდა მომსწრე... ცდილობდა ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ... გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება გაზგასამართ სადგურთან მოხდა სატუმბ ჯიხურთან შეჯახებით... მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ პრეზიდენტი ორსული გოგოს. ( მძღოლის) ამბები არ ვიცი, რადგან სასწრაფომდე წაუყვანიათ, გვერდზე მჯდომი კი საშინლად იყო დალეწილი და იმედია სტაბილურად მაინც არიან.... და კიდევ, ყველა BMWს მძღოლი ერთი რატომ არის???“, - წერს გიგა ქიტია.
მასალის გამოყენების პირობები






