აღნიშნული 189 სისხლის სამართლის საქმეზე 125 შემთხვევაში შეტყობინების ავტორი არის სამოქალაქო რეესტრის სააგენტო; 20 ფაქტზე - ოჯახის წევრი; 15 ფაქტზე - სამედიცინო დაწესებულება; 6 ფაქტზე - თავად დაზარალებული; 2 ფაქტზე - ახლობელი; 21 ფაქტზე - სხვა პირები.
შესწავლილი საქმეების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქში მომხდარია სულ 8 ფაქტი. ფაქტების ყველაზე დიდი ნაწილი 50 ფაქტი მომხდარია ქვემო ქართლის რეგიონში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 26 ფაქტი, კახეთი - 24 ფაქტი, დასავლეთ საქართველო - 22 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 16 ფაქტი, შიდა ქართლი - 12 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთი - 2 ფაქტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა - 2 ფაქტი.
ფაქტების ყველაზე დიდი ნაწილი მომხდარია ოჯახის შექმნის მიზნით ან/და ოჯახური თანაცხოვრებისას. ასეთია 140 ფაქტი. მხოლოდ 23 შემთხვევაში ჰქონდა ადგილი 16 წლამდე პირთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას შემთხვევითი კავშირის, ნაცნობობის დროს და ა.შ. ანუ ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე.
შესწავლილი საქმეების დიდ ნაწილში პოტენციურ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არის ოჯახური კავშირი, კერძოდ: 140 ფაქტის დროს დაზარალებულია ცოლი, ხოლო ბრალდებული ქმარი.
მხოლოდ 23 ფაქტია მომხდარი არა ცოლ-ქმარს შორის, ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე. კერძოდ: ნაცნობები - 7 ფაქტი; მეგობრები - 5 ფაქტი; დაზარალებული მოსწავლე და ბრალდებული მასწავლებელი - 3 ფაქტი4 ; შეყვარებულები - 4 ფაქტი; უცნობები - 2 ფაქტი; მეზობლები - 1 ფაქტი; დაზარალებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელი და ბრალდებული აღმზრდელი - 1 ფაქტი.
ანალიზით შესწავლილი იქნა სქესობრივი კონტაქტის დროს პოტენციურ დაზარალებულ პირთა ასაკი. 85 შემთხვევაში სრულწლოვნის სექსუალურ კავშირს ადგილი ჰქონდა 15 წლის პირთან; 14 წლის პირთან - 53 შემთხვევაში; 13 წლის - 15 შემთხვევაში; 12 წლის - 6 შემთხვევაში და 11 წლის - 3 შემთხვევაში. შესწავლილი იქნა ასევე ერთ ფაქტი, სადაც პოტენციური დაზარალებული 16 წლის ასაკს მიღწეული იყო, თუმცა, საქმეზე არ იყო მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
163 დაზარალებულიდან უმეტესობა ქართველი ეროვნებისაა - 106 დაზარალებული; აზერბაიჯანელი - 55; სომეხი - 1; რუსი - 1.
დაზარალებულთა უმრავლესობას - 129 დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია ბრალდებულის მიმართ; პრეტენზია აქვს მხოლოდ 5 დაზარალებულს; ხოლო, უცნობია 29 დაზარალებულის პოზიცია პირის ბრალდებასთან ან სხვა პროცესუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესწავლილი ფაქტების ყველაზე დიდი ნაწილი ჩადენილია 18-დან 25 წლამდე პირთა მიერ.
161 პოტენციური ბრალდებულიდან უმეტესობა ქართველი ეროვნებისაა - 103 პირი; აზერბაიჯანელი - 57; ასირიელი - 1.
161 პოტენციური ბრალდებულიდან დევნა დაიწყო 113 ბრალდებულის მიმართ, საიდანაც სასამართლოში წარმართული იქნა საქმე 99 ბრალდებულის მიმართ. 6 10 12 33 52 (5.3%) (8.8%) (10.6%) (29.2%) (46.0%) არ ყოფილა მოთხოვნილი აღკვეთი პატიმრობა არ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება გირაო გაფორმდა საპროცესო პირველ წარდგენაზე აღკვეთის ღონისძიებები 27 99 პირიდან: გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 81 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო გაფორმდა 80 პირის მიმართ; ხოლო, საქმე არსებითად დასრულდა 1 პირის მიმართ; სსკ-ის 140-ე მუხლზე გამამართლებელი განაჩენი დადგა 1 პირის მიმართ (გასაჩივრებულია სააპელაციო წესით); 17 პირის მიმართ საქმე განხილვის ეტაპზეა. დანარჩენი 14 ბრალდებულის მიმართ საქმეები, შესწავლის დროისათვის იყო გამოძიების ეტაპზე ან გამოძიების ეტაპზე მიღებული იყო სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
99 პირიდან: გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 81 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო გაფორმდა 80 პირის მიმართ; ხოლო, საქმე არსებითად დასრულდა 1 პირის მიმართ; სსკ-ის 140-ე მუხლზე გამამართლებელი განაჩენი დადგა 1 პირის მიმართ (გასაჩივრებულია სააპელაციო წესით); 17 პირის მიმართ საქმე განხილვის ეტაპზეა. დანარჩენი 14 ბრალდებულის მიმართ საქმეები, შესწავლის დროისათვის იყო გამოძიების ეტაპზე ან გამოძიების ეტაპზე მიღებული იყო სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
რეალური სასჯელი შეფარდებულია მხოლოდ 1 პირის მიმართ, არსებითად დასრულებულ საქმეზე - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული და დაზარალებული წარმოადგენენ მეზობლებს და ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო 58 წლის, ხოლო დაზარალებული -12 წლის.
მასალის გამოყენების პირობები






