რატომ უწოდებენ თელავის რეფერალურ საავადმყოფოს „სასაკლაოს“ და რა გახდა 25 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი
მიმდინარე წლის 18 მარტს თბილისში, სამედიცინო დაწესებულება „ლანცეტში“ გარდაიცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები 25 წლის მამუკა სალთხუციშვილის გარდაცვალებაში თელავის რეფერალური საავადმყოფოს მედ პერსონალს ადანაშაულებენ.
როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, სალთხუციშვილი თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანეს, სადაც პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ახალგაზრდას სათანადო დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
გარდაცვლილის ძმა ალექსანდრე სალთხუციშვილი ექიმების დანაშაულზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ძმა თელავის საავადმყოფოს პერსონალის დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.
მისივე თქმით, თელავის რეფერალური საავადმყოფოს პერსონალი აცხადებდა, რომ პაციენტი ტკივილს იგონებდა და თბილისში გადაყვანის აზრს ვერ ხედავდნენ:
„ოთხი ტკივილგამაყუჩებელი გავუკეთეთ, შეუძლებელია რაიმე სტკიოდესო და თბილისში გადმოყვანაზე უარი მითხრეს. ამას მე სათბილისოს ვერაფერს ვატყობ და ჩვენ მივხედავთო, ვირუსი და რამდენიმე დღეში კარგად იქნებაო. ლაპარაკი იყო H1N1-ზე და იმედი მომცეს, რომ მოუვლიდნენ და გამომჯობინდებოდა, ღამის ორ საათზე მირეკავს ექიმი და შენი ძმა ჩავარდა კრუნჩხვებში და იძულებული გავხდით ხელოვნურად გაგვეთიშაო, მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, რომ ტვინი და გული არ დაეღალოსო. დილით რომ მივედი ექიმი არ დამხვდა და მორიგემ შენი ძმის მდგომარეობა ძალიან მძიმეაო. მოვთხოვე თბილისში გადაყვანა, დილის 10-11 საათისთვის დავრეკეთ და საღამოს 9 საათზე ჩამოვიდა თბილისიდან სასწრაფო და გადავიყვანეთ რეანომობილით „ლანცეტში“. ექიმმა მისვლისთანავე მითხრა, რომ ტკივილისგან კრუნჩხვებში ჩაუვარდათ და მიიღო სამ ბალიანი თრომბი, ოთხი დღე იყო აპარატზე შეერთებული და ბოლოს გარდაიცვალა"- განუცხადა "ნიუპოსტს" გარდაცვლილის ძმამ.
ალექსანდრე სალთხუციშვილი იხსენებს, რომ თელავის რეფერალურ საავადმყოფომ დიაგნოზის დასმაც კი ვერ შეძლო.
"როგორც კი თელავში მივიყვანეთ, სასწრაფოდ ჭირდებოდა ტომოგრაფია, რომ გაეგოთ ზუსტად რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. გონზე როცა იყო ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, როცა ჩვენ მივიყვანეთ არიყო დაგვიანებული. მეორე დღეს კი მითხრეს თელავის საავადმყოფოში, რომ ბავშვს სისხლით აქვს თავი სავსე, რეალურად მათ დიაგნოზი ვერ დაუსვეს და ვერ მიხვდენენ რა სჭირდა.
დედაჩემიც იგივე საავადმყოფოში გარდაიცვალა, ისევ მაგათი დაუდევრობის გამო. გარდაცვალებამდე ორი თვე მანდ იყო, თუმცა, ვერ მიხვდენენ რა იყო მიზეზი და ორი თვის განმავლობაში აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ გონზე იყო და დიაგნოზი ვერ დასვეს. თელავის საავადმყოფოს ეძახიან „სასაკლაოს“, მანდ შესული ცოცხალი არავინ გამოდის, მე ჩივილს არ ვაპირებ, უბრალოდ ვითხოვ ეგ ადამიანი მოშორდეს იმ საავადმყოფოს. მე მჭირდება, რომ ისე გავამწარო როგორც ჩემი ძმა გამწარდა, როცა ეუბნებოდა რომ მტკივა და ის არუჯერებდა, სწორედ ეგ თავის ტკივილი უნდა დავაჯერო“ - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ ჩვენთან საუბრისას.
„ნიუპოსტი“ სამედიცინო დაწესებულება „ლანცეტს“ დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ პაციენტი მათთან მძიმე მდგომარეობაში შევიდა და ნეიროქირურგიულ ჩარევას აზრი აღარ ჰქონდა.
„ჩვენთან როცა შემოიყვანეს, პრაქტიკულად აზრი აღარ ჰქონდა ნეიროქირურგიულ ჩარევას. მთელი თავის ტვინი სავსე იყო სისხლით, ანევრიზმა ჰქონდა და სამბალიანი კომა. ეს არის ყველაზე მძიმე კომა. რამდენიმე დღიანი თავის ტკივილები ჰქონია ვიდრე საავადმყოფოს მიმართავდა“, - განაცხადა „ლანცეტის“ რეანიმაციული განყოფილების უფროსმა სოსო დავითაშვილმა.
„ნიუპოსტი“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსაც დაუკავშირდა. თუმცა საავადმყოფოში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.
მეტიც, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მორიგე ექიმის ვინაობაც კი არ გაგვიმხილა. მასალის მომხადებისას ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო მომხდარის შესწავლას გეგმავს.
სააგენტოს წარმომადგენელმა მარი ჟვანიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ სასამართლოს თანხმობის შემდეგ დაიწყებენ მოკვლევას მამუკა სალთხუციშვილის გარდაცვალებს საქმეზე.
მარიამ კალანდაძე
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა