საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-კადრების გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, გამოძიებას უკვე აქვს გარკვეული სიახლეები, თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას მან მეტი კონკრეტიკისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა:
„მსურს გითხრათ, რომ ამ საქმეზე საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ინტენსიურ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, იმისთვის, რათა დადგენილი იყვნენ ის პიროვნებები, რომლებმაც მოახდინეს ამ ვიდეოების ატვირთვა ინტერნეტ სივრცეში. რა თქმა უნდა სიახლეები არსებობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ სიახლეებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, ჩვენ შესაბამის ეტაპზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით.
სხვა ქვეყნები ჩართულნი არიან, ვინაიდან ამ ვიდეოების ატვირთვა განხორციელდა უცხოურ საიტებზე, მათი ჩართულობის გარეშე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ვერ ჩავატარებდით“, - განაცხადა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






