შსს "ნიუპოსტის" მთავარი რედაქტორის სახლის ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 18:20, 18 Mar, 2016     2476
შს სამინისტრომ ,,ნიუპოსტის“ რედაქტორის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერატიული ღონისძიება ჩხრეკის სახით, რომელიც ჩატარდა ეკატერინე შინდაგორიძის სახლში, ,,ნიუპოსტის“ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. თუმცა ჩხრეკის შედეგად სახლებში კანონსაწინააღმდეგო არფერი აღმოჩენილა.

ხოლო, რაც შეეხება ეკატერინე შინდაგორიძის ვაჟს დავით ჯ.-ს, შსს-ს ინფორმაციით, ის იქნა გამოკითხული მხოლოდ მოწმის სახით და დაკავებული არ ყოფილა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

გამოძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობით, გაიჩხრიკა 1989 წ. დაბადებული დავით ჯ.-ს საცხოვრებელი სახლი.

გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. დავით ჯ. მოწმის სტატუსით გამოიკითხა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოცემული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიება კავშირში არ არის რომელიმე მედიასაშუალებასთან. ოპერატიული ინფორმაცია შეეხებოდა კონკრეტულ შესაძლო დანაშაულს მედიასაშუალების წარმომადგენლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით.

შსს-ს მტკიცე პოზიციაა, რომ ნებისმიერი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უწყების რეაგირება მხოლოდ კანონის ჩარჩოებში ხორციელდება."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცავებმა „ნიუპოსტის“ მთავარი რედაქტორის საცხოვრებელი სახლები გუშინ გაჩხრიკეს. თუმცა, ჩხრეკის შედეგად ადგილზე კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ.

შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა, ბოლო წუთს სამართალდამცავებმა ეკატერინე შინდაგორიძის ვაჟი, დავით ჯ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ნახევარსაათიანი დაკითხვის შემდეგ კი ახალგაზრდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

აღანიშნავია, რომ ეკატერინე შინდაგორიძემ მომხდარი ფაქტის გამო ოფიციალური განცხადებით მიმართა აშშ-ს საელჩოს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42