„გაუგებარია, რატომ დაინტერესდა ჩემი სახლის ჩხრეკით შს სამინისტრო, თუ რამე ინფორმაცია ჰქონდათ, რაიონული პოლიციითაც მოახერხებდნენ“ - ,,ნიუპოსტის“ რედაქტორი
სამართალი - 22:14, 17 Mar, 2016     2777
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ,,ნიუპოსტის“ მთავარი რედაქტორის ეკა შინდაგორიძის სახლის გაჩხრეკა და მისი შვილის დაკითხვა სამართალდამცავების მიერ დასრულდა. მომხდარის შესახებ სააგენტოს რედაქოტრმა ვრცელი კომენტარი გააკეთა და დეტალებზე ისაუბრა.

როგორც ეკა შინდაგორიძე ამბობს, სამართალდამცავებმა მას განუმარტეს რომ სახლის ჩხრეკა გადაუდებელი ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე ხდებოდა. თუმცა მას მომხდართან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს. კერძოდ, რატომ მოხდა ჩხრეკა არა კონკრეტული რაიონის განყოფილების, არამედ შს სამინისტროს მიერ.

,,პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა. ერთი რამ არის გაუგებარი, მარტივად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე გადაუმოწმებელი ინფორმაციის შემთხვევაში თავისუფლად შეეძლოთ იმ რაიონის პოლიციისთვის ეთხოვათ ინფორმაციის გადამოწმება, რომელშიც მე ვცხოვრობ, ჩემთვის გაუგებარია რატომ დაინტერსდა ჩემი ოჯახით შს სამინისტრო“ - აცხადებს ეკა შინდაგორიძე.

_რა მოხდა უფრო კონკრეტულად და რა განაცხადეს თქვენთან სამართალდამცავებმა, მას შემდეგ რაც სახლში ჩხრეკისთვის შემოვიდნენ?

_მინდა აღვნიშნო. რომ ოჯახიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ იყვნენ მოსული შს სამინისტროს წარმომადგენლები და ითხოვდნენ ჩხრეკის ჩატარებას. ჩემი მისვლის შემდეგ, მე მათ მოვთხოვე თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ სახლის ჩხრეკას, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩხრეკა უკვე დაწყებული იყო. მათ მე განმიმარტეს, რომ ოპერტიული ინფორმაციის საფუძველზე ატარდებდნენ აღშნიშნულ ღონისძიებას. თუმცა, რამაც განსაკუთრებით გამაკვირვა, არ ჰყავდათ მოწმეები მოყვანილი. სმართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ, შეადგინეს ოქმი, რომ არაფერი კანონსწინააღმდეგო სახლში არ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც მათ მთხოვეს, რომ გავყოლოდი ჩემს მეორე მშენებარე სახლში. ანალოგიური სიტუაცია იყო იქაც, გაჩხრიკეს ყველაფერი, და აქვე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს, რომლებიც ოპერატიულად გამოეხმაურნენ ამ ფაქტს და სხვა ჟურნალისტებთან ერთად დაინტეერსდნენ მიზეზით, თუმცა არც მიზეზი და არც საფუძველი ჩხრეკის არც მეორე სახლში არ ყოფლა აღოჩეენილი.

_თქვენი ვაჟიშვილი რა მიზეზით წაიყვანეს დაკითხვაზე, მას შემდეგ, რაც სახლში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ყოფილა აღმოჩენილი?

_მხოლოდ ჩხრეკის დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ მათ სურდათ ჩემი შვილის წაყვანა შს სამინისტროში. ჩემს მოთხოვნაზე, რომ ადვოკატის გარეშე წინააღმდეგი ვიყავი მის გაშვებაზე, მითხრეს, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ ფორმალური დაკითხვა. სამინისტროში მიყვანიდან ძალიან მალე ჩემი შვილი გაათავისუფლეს, რომელსაც მართლაც ფორმალური კითხვები დაუსვეს.

­_ როგორ ფიქრობთ, უკავშირებთ თუ არა თქვენს საქმიანობას ძალოვანი უწყების წარმოამდგებნელთა ამ მოქმედებას?

_არ ვიცი, მე ვერაფერის ვერ ვუკავშირებ. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თუ არ ჩავთვლით გაუგებარი მიზეზით ჩხრეკის ჩატარებას, რომელსაც ისინი ოპერატიულ ინფორმაციის საფუძველს უწოდებენ, სხვა კითხვის ნიშნები მათი მოქმედებიდან გამომდინარე არ გამჩენია. გაუგებარია მოხვიდე, გაჩხრიკო, ნახო რომ არაფერია...

ნუთუ შესაძლებელია ოჯახების ასე გაჩხრეკვა, თან არა ერთი სახლის მხოლოდ და შემდეგ ბოდიში, რომ არაფერი ყოფილა თურმე. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ჩემი საქმიანობის გამო ამ სახის ქმედებით უნდოდა ჩემი გაფრთხილება, მინდა ვთქვა, რომ მან ეს ძალიან უნიჭოდ დაგეგმა და ცოტა არ იყოს, არასერიოზულ საქციელს ჰგავს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ შეთმხვევაში შეცდომასთან და უფრო რაღაცის ვერგათვალსთან გვაქვს საქმე. თუმცა შევეცდები გავარკვიო, რეალურად რასთან მქონდა საქმე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42