ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი - ადვოკატი
სამართალი - 14:46, 16 Mar, 2016     1821
ადვოკატ ლევან სამუშიას ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი, შესაბამისად, ადვოკატი ამბობს, რომ მათ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის საშუალება არ აქვთ.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი უფლება გვაქვს ვიცოდეთ რა ეტაპზეა პეტრიაშვილის ,მკვლელობის მცდელობის გამოძიება, ამის საშუალება არ გვეძლევა. რადგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი. 29 თებერვალს მოვითხოვე პროკურატურისგან საქმის მასალები, თუმცა შსს-დან მომივიდა პასუხი, რომ ბატონი ალექსი დაზარალებულად არ იყო ცნობილი. დღემდე თავს ვიკავებდით ამ ინფორმაციის გავრცელებისგან. ბოლომდე გვჯეროდა რომ შოთაძის უწყება მეტ გონიერებას გამოიჩენდა და კანონშესაბამისად მოიქცეოდა, თუმცა მთავარი პროკურატურა მის პრეროგატივას არ ასრულებს, რითაც გვეზღუდება საქმის მასალებთან წვდომა"- აღნიშნა სამუშიამ "ნიუპოსტთან" საუბრისას.

მისი თქმით, გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა ამას განზრახ აკეთებს.

"სხვა კავშირს ვერ ვხედავ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შოთაძის უწყება განზრახ არ გვაძლევს საქმის მასალების გაცნობის საშუალებას. ეს ხდება მაშინ, როცა საქმეზე ერთ პირი ბრალი აქვს წაყენებული. მათ გადაეცათ საქმის მასალები. რა გამოდის? - პროკურატურას და ბრალდებულის ინტერესების წარმომადგენელს საქმის მასალები აქვს - ეს კანონიერია თუმცა დაზარალებულ მხარეს არ გვაძლევს გავეცნოთ აღნიშნულ მასალებს"- ამბობს პეტრიაშვილის ინტერესების დამცველი.

ადვოკატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას "გონს მოეგონ, იმოქმედონ ისე, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს".

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს.

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული, ლევან მექვაბიშვილი სამართალდამცავებმა 7 მარტს დააკავეს.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ხელკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. თავდამსხმელები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ლევან მ. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბორჯომში დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით).









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42