არსებული ვერსიით, ვერსიით, 50 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.
მომხდარი ფაქტი "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებული თბილისში, ნაქირავებ ბინაში იმალებოდა.
პოლიციელები ამ დრომდე ეძებდნენ 50 წლის კახა ქისიშვილს, რომელსაც ბრალად ორმაგი მკვლელობა ედება.
სამართალდამცავები ბრალდებულ ქისიშვილს მიმდინარე წლის 10 თებერვალიდან ეძებდნენ. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნულ დღეს გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 50 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი ამჟამინდელი მეუღლე სანადირო თოფით დახოცა.
ქისიშვილმა ჯერ ქალს ესროლა, შემდეგი ტყვია კი - შუახნის მამაკაცს.
მეზობლების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლს წლების წინ დაშორდა, ქალი მეორედ გათხოვდა და ოჯახთან ერთად (პირველი ქორწინებიდან შეძენილ ქალ-ვაჟთან ერთად) ისრაელში ცხოვრობდა.
როგორც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეზობლები უყვებიან, ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, როცა ისრაელიდან გარდაცვლილი ქალის საერთო შვილი - 25 წლის გოგონა ჩამოასვენეს.
როგორც ირკვევა, მოკლილი ქალისა და ბრალდებულის შვილმა ურთულესი ოპერაცია ვერ გადაიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






