პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულნი არიან ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და ზურა ჯამალაშვილი. ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, თუ ბრალდება სასამართლოს პატიმრობას მოითხოვენ, ისინი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ.
„კანონის შესაბამისად ბუნებრივია პროკურატურას აქვს უფლება ჰქონდეს გონივრული ეჭვი და შესაბამისად ალბათ მათ ეს ასახეს ბრალში, შეეცდებიან საქმის მასალაებით დაამტკიცონ ეს, თუმცა, ვფიქრობ, საქმის მასალები არ იძლევა იმის დამაჯერებლობას, რომ დადგება ზურაბ ჯამალაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ჯამალაშვილის ადვოკატმა.
პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






