„ზურაბ ჯამალაშვილი დაკავებულია კერძო ბიზნესით“- აცხადებს ფოფხაძე. ადვოკატის თქმით ჯამალაშვილს არანაირი წვდომა არ ქონდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან შესაბამისად ის მის გავრცელებას ვერც შეძლებდა. ადვოკატის თქმით ჯამალაშვილს და იგივე საქმეზე დაკავებულ ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს კავშირი წარსულში ქონდათ, ისინი ორივენი მებრძოლები და გვარდიის წევრები იყვნენ.
გიორგი ფოფხაძის თქმით ჯამალაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ჯამალაშვილის დაკავება უკავშირდება ჟურნალისტ ელისო კილაძესთან მიტანილ ფარულ ვიდეო ჩანაწერს.
ადვოკატის განცხადებით, ბრალის დადგენილებაში მოხსენებულია რამდენიმე პირი, რომელთაც ამ საქმესტან კავშირი აქვთ, მათ შორის ვინმე „ქალბატონი ინგა“, ხაჭაპურიძე. ადვოკატის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იცნობდა ღურწკაიას, რომელიც ელისო კილაძისთვის ფარული ჩანაწერის მიტანისთვის დააკავეს. ჯამალაშვილი მხოლოდ ფხაკაძესთან ნაცნობობას ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






